ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი
მუზეუმის მისამართი: 4800, ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 2
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1937 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2008 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 4120
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა დასაზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლს და საგამოფენოდარბაზს. მუზეუმში დაცულია: ილიასა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები, ილიას ხელნაწერები, მისმიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების კომპლექტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, XVIII-XIX სს. იარაღი, ავეჯი,ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები, ილიას ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ფერწერულინამუშევრები, მდიდარი ფოტომასალა და საარქივო დოკუმენტები, ილიას თხზულებათა გამოცემები სხვადასხვაენაზე.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 17 სთ-მდემუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: ბილეთის ფასი 2 ლარი მოზრდილთათვის , 1 ლარი- მოსწავლეები და სტუდენტები, უფასოა გარვეული კატეგორიებისათვის , 5 ლარი საექსკურსიო მომსახურება, აგრეთვე უფასოა გარკვეული დღეები ყველა მნახველისათვის.
გამოფენები: ბავშვთა ნახატების გამოფენა, სამინისტროს დაფინანსებით რესტავრირებული ფერწერული ტილოების გამოფენასაგანმანათლებლო პროგრამები: “მომავალი ჩვენია” – საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამა, “მიეც ხელი მეზობელსა” - სხვადასხვა ეროვნებებისა და სოციალური ფენებისთვის ‘გამოცემები: მუზეუმში დაცული ექსპონატების პოსტ-ქარდების კრებული
მუზეუმის ფართობი: 12261 კვ.მ.მუდმივი ექსპოზიცია: 554 კვ.მ.პერიოდული გამოფენები: 97.2 კვ.მსაცავები: 95,25 კვ.მ.
დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 9708
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2009 წლის # 3/164 ბრძანება)