დურუჯის ,,ზღვა” დღეს მას ,,ილიას ტბას” უწოდებენ.
მისი ისტორია ერთ ცნობილ ანდაზას ,,გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო” მიესადაგება. მის სიახლოვეს ცნობილი ქინძმარაულის ზვრებია გადაჭიმული.
ყოველ ზაფხულს ჩამოდგებოდა სიცხე და გაუჭირდებოდა შვილივით ნაზარდ ვაზს.

საბედნიეროდ ნიჭიერი ადამიანებით ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა დაცოტავებული,
მოუფიქრებია ვიღაცას დურუჯს წყალი წავართვათ, ხელოვნური წყალსაცავი გავუკეთოთ და პრობლემაც გადაიჭრებაო.
მოიძებნა მდინარესთან ახლოს დიდი ყურე – ლაფნიანი.
გაწმინდეს ველური მცენარეებისაგან ტერიტორია, მოთხარეს,
გააფართოვეს და მიუშვეს დურუჯის წყალი. . .

დღეს ტბის სიგრძე 800, სიგანე კი – 400 მერია. მოცულობა კი 32 ჰექტარია.
საბოლოო ანგარიშით წყალსაცავმა გადაწყვიტა რაიონის მოსახლეობის
ნაკვეთების სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემა.
დღეს ტერიტორია კულტურულად არის მოწყობილი სპორტული მოედნებით,
ველოსარბენი ბილიკებით, სასადილოებით და რესტორნებით.
ტბის თავზე ღამით მოჩანს განათებული წარწერა ,,მე მიყვარს კახეთი”.
სტუმართათვის აშენებულია სასტუმრო, ხორციელდება ტურისტთა მიღების პროექტი.

ილიას ტბა – რომელსაც სახელი დიდი ქართველი მწერალისა და საზოგადო მოღვაწის
ილია ჭავჭავაძის საპატივცემლოდ დაარქვეს, ორი წლის წინ გაკეთდა, მდინარე დურუჯის ხეობაში, ყვარელის რაიონში. ხელოვნური ტბა მდებარეობს ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში. ტბას ცალი მხრიდან გარს ერტყმიან ფოთლოვანი ტყეებით დაფარული გორები, ხოლო მეორე მხარეს გაშენებულია დასასვენებელი პარკი, კაფეები, რესტორნები, ტყეში კი ახალი სასტუმრო.
ტბა მოეწყო სახელმწიფო ხარჯებით, ყვარელის რაიონში დასასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, და იგი ადგილობრივების საყვარელ დასასვენებენ ადგილად იქცა.