ყვარლის შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში,კახეთის რეგიონის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 1917 წლამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა, 1921 წლის
ადმინისტრაციული დაყოფით ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ისევ თელავის
მაზრას მიაკუთვნეს. 1930 წლიდან კი ყალიბდება ცალკე რაიონად. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
ადმინისტრაციული დაყოფით ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ისევ თელავის
მაზრას მიაკუთვნეს. 1930 წლიდან კი ყალიბდება ცალკე რაიონად. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
რაც შეეხება თვით ქალაქ ყვარელს, რომელიც მდინარეების ბურსას და დურუჯის შუამდინარეთში მდებარეობს, ქალაქის სტატუსი მიიღო 1964 წლიდან. ყვარლის მუნიციპალიტეტი ისაზღვრება
3 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტითა (თელავის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკით.
მუნიციპალიტეტის ფართობია – 1000,8 კმ².
3 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტითა (თელავის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკით.
მუნიციპალიტეტის ფართობია – 1000,8 კმ².
რელიეფი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დანაწილება ორ ძირითად ნაწილად შეიძლება –ვაკისა და მაღალმთიან ნაწილებად. მუნიციპალიტეტში მაღალი ადგილები გვხვდება ჩრდილოეთში კახეთის კავკასიონისა და მისი სამხრეთი განშტოებების სახით. რაცშეეხება ალაზნის ვაკეს იგი ყვარლის მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილშია წარმოდგენილი.
კახეთის კავკასიონი მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში ვრცელდება მწვერვალსაჯიხვის თავიდან მწვერვალ ჯვარისთავამდე. კახეთის კავკასიონი აგებულია ძირითადად იურული ნაფენებით, გვხვდება ასევე პალეოზოური ქანები და ცარცული ნალექები. კახეთის კავკასიონზე აღმართულია მწვერვალები – ხუბიარა (3104 მ), ჩელთის თავისწვერი (3053მ),
ასაკიდის თავისწვერი (3047 მ) და ნინიკასციხე (3117 მ). უღელტეხილებიდან გამოსაყოფია ყადორი (ზღვის დონიდან 2363 მ) რომელიც აკავშირებს კახეთს დაღესტანთან.
აღსანიშნავია ასევე მუშაქისა და დურუჯის უღელტეხილები.

კახეთის კავკასიონის განშტოებებიდან მუნიციპალიტეტის ფარგლებში ვრცელდება გირგალი-საჯიხვის, ბურიანის, ენძელის, ლანჯაურის, სათიბისგორის, საყარაულოს, ფოხალის, წითელგორისა და ჩადუნის ქედები. ამ ქედებისათვის დამახასიათებელია ვიწრო თხემები და ციცაბოკალთები.
ყვარლის დასავლეთით, მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს კუდიგორას დაბალი სერი, რომელიც წარმოადგენს მდინარეების დურუჯისა და ჩელთის წყალგამყოფს, ფოხალის ქედის უკიდურეს სამხრეთ დაბოლოებას. კუდიგორას სერის სიმაღლე ცვალებადობს
500-იდან 800 მ-მდე. მასზეა აღმართული მთა კუდიგორა. იგი აგებულია ზედაიურული და
ვალანჟინური ქვიშაქვებითა და კირქვებით.
500-იდან 800 მ-მდე. მასზეა აღმართული მთა კუდიგორა. იგი აგებულია ზედაიურული და
ვალანჟინური ქვიშაქვებითა და კირქვებით.
მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულებია მდინარეების დურუჯის, ჩელთის,
ინწობისა და ბურსას ხეობები.
ინწობისა და ბურსას ხეობები.
1) დურუჯის ხეობა. შემოზღუდულია ნინიკასციხე-ზურგისძვლის მთავარი ქედისმონაკვეთით,
წითელგორისთავისა და ფოხალის ქედებით. გაედინება მდინარე დურუჯი,რომლის სიგრძეა 14,6 კმ (პირდაპირი ხაზით), ფაქტობრივად 19,8 კმ.დურუჯის მთავარიმდგენელი სათავეები ერთდებიან 735 მეტრ აბსოლუტურ სიმაღლეზე.
წითელგორისთავისა და ფოხალის ქედებით. გაედინება მდინარე დურუჯი,რომლის სიგრძეა 14,6 კმ (პირდაპირი ხაზით), ფაქტობრივად 19,8 კმ.დურუჯის მთავარიმდგენელი სათავეები ერთდებიან 735 მეტრ აბსოლუტურ სიმაღლეზე.
2) ჩელთის ხეობა. შემოსაზღვრულია ხუბიარა-ნინიკასციხის მთავარი ქედის მონაკვეთით,
ბურიანისსერისა და ფოხალის ქედებით. გაედინება მდინარე ჩელთი რომლის სიგრძე (ნინიკასციხის მთიდან სოფელ შილდამდე) პირდაპირი ხაზით 17,5 კმ-ია, ფაქტობრივად 18,9კმ.
ბურიანისსერისა და ფოხალის ქედებით. გაედინება მდინარე ჩელთი რომლის სიგრძე (ნინიკასციხის მთიდან სოფელ შილდამდე) პირდაპირი ხაზით 17,5 კმ-ია, ფაქტობრივად 18,9კმ.
3) ინწობის ხეობა. შემოზღუდულია ყადორისმთა-ხუბიარის მთავარი ქედის მონაკვეთით, საჯიხვისა და ბურიანისსერის ქედებით. მდინარე ინწობას სიგრძე (ყადორის უღელტეხილიდან სოფელ საბუემდე) პირდაპირი ხაზით 20 კმ, ფაქტობრივად 24,4 კმ.ინწობის მთავარი შენაკადია მდინარე ბოლია, რომელიც ჩაედინება მდინარის მარჯვენამხარეს.
4) ბურსას ხეობა. ხეობა იწყება მთავარი ქედის ფერდობიდან, დიდგორის მთასთან დაშემოზღუდულია ლანჯაურისა და წითელგორისთავის ქედებით. მდინარე ბურსას სიგრძე(დიდგორის მთის ძირიდან ბურსას ქვაბულამდე) პირდაპირი ხაზით 10,1 კმ, ფაქტობრივად12, კმ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი გაშლილია ალაზნის მთათაშუა აკუმულაციურ ვაკეზე, რომლის სიმაღლე მუნიციპალიტეტის ფარგლებში უდრის 240-400მეტრს.
ვაკის სიმაღლე სანავარდოსთან – 310 მ, გავაზთან – 255 მ.
ალაზნის ვაკე ხასიათდებაბრტყელი ზედაპირითა და გამოზიდვის კონუსებით. იგი აგებულია ახალგაზრდა ალუვიური ნალექებით – რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით.
ვაკის სიმაღლე სანავარდოსთან – 310 მ, გავაზთან – 255 მ.
ალაზნის ვაკე ხასიათდებაბრტყელი ზედაპირითა და გამოზიდვის კონუსებით. იგი აგებულია ახალგაზრდა ალუვიური ნალექებით – რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით.
ყვარლის მუნიციპალიტეტი ლამაზი, საინტერესო და ძალზედ მიმზიდველი ბუნებით ხასიათდება. და მართლაც აქაური მთები, მდინარეები, ღირსშესანიშნავ არქიტექტურული ძეგლები მნიშვნელოვანი სილამაზით გამოირჩევიან.
შიგა წყლები
მდინარე ალაზანი ყვარლის მუნიციპალიტეტში.
ყვარლის მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელია მდინარეთა ხშირი ქსელი,
რაც დამოკიდებულია რელიეფურ და კლიმატურ პირობებთან. მთავარი სამდინარო არტერიაა მდინარე ალაზანი, რომელიც გაედინება სამხრეთნაწილში თელავისა და გურჯაანის
მუნიციპალიტეტების საზღვარზე დაახლოებით 35 კმ-ზე(პირდაპირი ხაზით).
მთისწინა სერებიან ბორცვიანი ზონა დანაწევრებულია ალაზნისმარცხენა შენაკადებით
(ინწობა, დურუჯი, ჩელთი და სხვ.), რომლებიც საკმაოდ შორს იჭრებიან ვაკის ტერიტორიაზე.

განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იქცევს დურუჯი, რომელიც იქმნება შავი და თეთრი დურუჯის შეერთების შედეგად. დურუჯის კალაპოტი ნაყარშია ჩაჭრილი.
ზემო დინებაში მისიაუზი მარაოსებრია, ქვემო დინებაში შედარებით ფართო.
დურუჯის კალაპოტი კლდიანი დაჭორომიანია. ქალაქ ყვარლის მიდამოებში ხეობის ფსკერი
მთლიანად უკავია გამოზიდვის კონუსს, რომელზედაც მდინარე იტოტება.

ყვარლის ქვემოთ დურუჯი რამდენიმე ღელის სახითმიემართება ალაზნისაკენ და ჩაედინება მის მარცხენა მხარეს. მდინარე იკვებება წვიმისა და თოვლის წყლებით.
საშუალო წლიური ხარჯია 1,06 მ³/წმ. დურუჯი ვეებერთელა გამოზიდვის კონუსს ქმნის,
კონუსის სიგრძე ყვარელთან 10 კმ-ია, სიგანე 6,5 კმ. იგი მძლავრი ღვარცოფული მდინარეა,
რომელმაც არაერთხელ მიაყენა ზიანი ქალაქ ყვარელს.

დურუჯზე მრავალჯერ ტარდებოდა ღონისძიებები ღვარცოფის შესაჩერებლად,
მაგრამ ძირითადად უშედეგოდ. დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნება ტიპური სტრუქტურული ღვარცოფი, რომლის დროს ხარჯმა შეიძლება მიაღწიოს 200 მ³/წმ-ს.
მაგრამ ძირითადად უშედეგოდ. დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნება ტიპური სტრუქტურული ღვარცოფი, რომლის დროს ხარჯმა შეიძლება მიაღწიოს 200 მ³/წმ-ს.
ალაზანი
კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთიდან ჩამოედინებიან მდინარეები - ბურსა (სიგრძე 27კმ),
ჩელთი (სიგრძე 28 კმ),ინწობა (სიგრძე 22 კმ), ლოპოტა (სიგრძე 33 კმ), არეში (სიგრძე 36კმ),
ავანისხევი (სიგრძე 28 კმ) და სხვ. რაიონში გაედინება ასევე აღნიშნული მდინარეების მცირე შენაკადები როგორებიცაა - მდინარეები ფატმასური მარჯვენა შენაკად ყორიანით (მდ. ბურსას აუზი), ნაკოლაურის წყალი (ლოპოტის მარჯვენა შენაკადი), ბოლია (ინწობას მარჯვენა შენაკადი), ბასკინტელა (ჩელთის მარჯვენა შენაკადი), შოროხევი, ქვაცერისწყალი (ბოლო ორი მდინარე წარმოადგენს ავანისხევის მარცხენა შენაკადს),
უჭარა (ალაზნის აუზი) და სხვა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინებიან უფრო პატარა მდინარეებიც (ღელეებიც),
რომლებიც თვით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იბადებიან. ისინი გამოზიდვის კონუსებიდან გამოედინებიან. ასეთი პატარა ღელეები განსაკუთრებით უხვადაა მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში. გარდა მდინარე დურუჯისა დიდ გამოზიდვის კონუსს ქმნის მდინარე შოროხევი და მდინარე ახალსოფლისხევი ახალსოფლის მიდამოებში.

ქალაქი ყვარელი ასევე სოფლები ენისელი, შილდა და სხვები გაშლილნი არიანგამოზიდვის კონუსებზე. მუნიციპალიტეტის მდინარეები შერეული საზრდოობის ტიპს მიეკუთვნებიან. პატარა მდინარეების კვებაში ძირითადად მიწისქვეშა წყლები მონაწილეობენ.
მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეს ზღვის დონიდან 430 მეტრ სიმაღლეზე შექმნილია ყვარლის წყალსაცავი, რომელიც კეთილმოწყობილია. სიგრძე დაახლ. 2კმ.
წყალსაცავი გამოყენებულია სარწყავად, დასასვენებლად.
წყალსაცავი გამოყენებულია სარწყავად, დასასვენებლად.
ჰავა
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს.
დაბალ მთიანეთში ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრზე განვითარებულია ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული, სადაც ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 8-9°. საშუალმთიანეთში ზღვის დონიდან 1700-1800 მეტრზე იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ცივი ზაფხული, სადაც ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 5-6°. 1800 მეტრის ზემოთ კიჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 3-4°.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სამხრეთში(ალაზნის ვაკე) საშუალო წლიური ტემპერატურაა 12.5°,
აბსოლუტურ მაქსიმუმი 38°.მინიმუმი - 23°.
აბსოლუტურ მაქსიმუმი 38°.მინიმუმი - 23°.
ნალექების საშუალო წლიური ჯამი 795 მმ-იდან 938 მმ-მდე მერყეობს.
ნალექების მაქსიმუმი (19% წლიური ჯამიდან) მაისშია, ხოლო მინიმუმი იანვარში
(წლიური ჯამი 2%). მთებში წლიურად მოდის 1100-2000 მმ ნალექი.
(წლიური ჯამი 2%). მთებში წლიურად მოდის 1100-2000 მმ ნალექი.
ნიადაგები
ყვარლის მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ალუვიური მდელო ტყის უკარბონატო თიხნარი ნიადაგები, მაგრამ რელიეფისა და საერთოდ მიკროგეოგრაფიული პირობების გამო მცირე ნაკვეთების სახით
აქა-იქ სხვა ტიპის ნიადაგებიც გვხვდება. მთისძირებთან გამოზიდვის კონუსებზე ახალსოფლის, ქალაქ ყვარლის, ენისელისადა სხვამიდამოებში გავრცელებულია მცირე სისქის ძლიერ ხირხატიანი ალუვიური და პროლუვიური ნიადაგები. მდინარეების ჩელთისა და ინწობის ხეობებში არის ალუვიური მდელოს უკარბონატო თიხნარი ნიადაგები. მდინარე დურუჯის აუზში კი გამოხატულია ნიადაგის რამდენიმე ტიპი მ.შ. ტყის ყავისფერი ნიადაგები, ყომრალი ყავისფერი,
ნაკლებად განვითარებული წარეცხილი ნიადაგები, მთა ტყის მდელოს ნიადაგები, განუვითარებელი წაბლისფერი ნიადაგები და პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები.
ნაკლებად განვითარებული წარეცხილი ნიადაგები, მთა ტყის მდელოს ნიადაგები, განუვითარებელი წაბლისფერი ნიადაგები და პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები.
ალაზნის ვაკის მარცხენა ნაპირეთში გაბატონებულია უკარბონატო ალუვიური ნიადაგები, მაგრამ ზოგან, სადაც კი ზედაპირზე გამოდის იურული კირქვები, მათი გამოფიტვის ქერქზე განვითარებულია ალუვიური მდელოს თიხნარი კარბონატული ნიადაგები.
გავაზის სამხრეთით ვრცელდება ნოტიო-მდელოს მძიმე თიხნარი ნიადაგები.
გავაზის სამხრეთით ვრცელდება ნოტიო-მდელოს მძიმე თიხნარი ნიადაგები.
ლანდშაფტები
ყვარლის მუნიციპალიტეტში გამოიყოფა ლანდშაფტის შემდეგი სახეები:
1. აკუმულაციური ვაკე მდელო ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით;
2. გამოზიდვის კონუსებიანი ვაკე ტყე ბუჩქნარით და ალუვიური ნიადაგებით;
3. ზომიერად ნოტიო ჰავა მუხნარ-რცხილნარით და ჯაგ-რცხილნარით, ტყის ყომრალ ნიადაგებზე;
4. ზომიერად ნოტიო ჰავა ფართო ფოთლოვანი ტყით (წიფელის სიჭარბით) ტყის
ყომრალ ნიადაგებზე;
ყომრალ ნიადაგებზე;
5. სუბალპური ტყე-მდელო მთის მდელოს ნიადაგებზე;
6. ალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებზე.
ფლორა
ყვარლის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია კახეთის ლეშამბიანი ტყისტიპი.
ტყეები შედარებით კარგადაა შემონახული მდინარე შოროხევის შესართავის ახლოს, წიწკანაანთსერისა და გავაზის აღმოსავლეთით, ალაზნისპირას, მდინარე დურუჯის შესართავთან და სხვ. ამ ტყის შემქმნელია დაბლობის მუხა, ვერხვი, ზოგან იფანი, მურყანი, რცხილა და სხვ. ფართოდგვხვდება ლეშამბო, კატაბარდა, ღვედკეცი, ეკალღიჭი და სხვ.

ყვარლის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1400 მ-მდე არის წიფლნარი, რომელსაც
ურევია მუხა და რცხილა.
ურევია მუხა და რცხილა.
არის ასევე გერანი, კუნელი, შინდი, გარეული ტყემალიდა სხვ.
ფაუნა
ყვარლის მუნიციპალიტეტში ფაუნა საკმაოდ გავრცელებულია. ჩრდილოეთში კახეთის კავკასიონის ტყეებში გვხვდება მურა დათვი, არჩვი, შველი.
საკმაოდ დიდი რაოდენობითგვხვდება გარეული ღორი, თითქმის ყველგანაა კურდღელი, მგელი, ტურა, მელა, დედოფალა, ძილგუდა და სხვ.
არის ფრინველთა რამდენიმე სახეობა. აღსანიშნავია მწყერი, შურთხი და სხვ.
ქვეწარმავლებიდან გვხვდება კუ, ხვლიკი და გველი. მდინარეებში მოიპოვევბა მრავალისახეობის
თევზი, რომელთაგან აღსანიშნავია ხრამული, კარჩხალა, გოჭალა, მურწა, ლოქო, წვერა, ჭერეხი და ა.შ.
თევზი, რომელთაგან აღსანიშნავია ხრამული, კარჩხალა, გოჭალა, მურწა, ლოქო, წვერა, ჭერეხი და ა.შ.
მოსახლეობა
სოფლების უმეტესი ნაწილი გაშლილია ალაზნის ვაკეზე, შედარებით მცირე მონაკვეთი კიმოქცეულია გორაკ-ბორცვიან ზონაში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2002 წლისაღწერით შეადგენდა 40,080 კაცს.
განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან200-600 მეტრის ფარგლებში.
მოსახლეობის 76 % ცხოვრობს სოფელში, დანარჩენი მოსახლეობა მოქცეულია ქალაქში.
უდიდესი ნაწილი ქართველები არიან.
უდიდესი ნაწილი ქართველები არიან.
მცირერაოდენობით ცხოვრობენ ავარიელები, ოსები და სხვ.
მოსახლეობის სიმჭიდროვე უდრის 40კაცს (1 კვ.კმ-ზე).
მოსახლეობის სიმჭიდროვე უდრის 40კაცს (1 კვ.კმ-ზე).
ეკონომიკა
ყვარლის მუნიციპალიტეტში კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა,ძირითადად მევენახეობა.
სოფლის მეურნეობის მთავარი დარგი იძლევა მთელი სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან
მიღებული შემოსავლის 80 %. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსუკავია 35.945 ჰა.
მიღებული შემოსავლის 80 %. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსუკავია 35.945 ჰა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე განვითარებულია მეცხოველეობა, მეფრინველეობა და სხვ.
ინტენსიურად ვითარდება მეღვინეობა, აქ თავმოყრილია მრავალი ღვინის ქარხანა.
აქვეა საქვეყნოდცნობილი ყურძნის მიკროზონა „ქინძმარაული“.
ღირსშესანიშნაობანი
მუნიციპალიტეტში პირველ რიგში უნდა აღინიშნოს სოფელი გრემი, რომელიც ზღვის დონიდან 480 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ვარაუდობენ რომ გრემის ტერიტორიაზე მოსახლეობა
გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში უნდა გაჩენილიყო. გრემიფეოდალური ხანის კახეთის ერთ-ერთი
სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრიიყო. 1466 წელს გრემი კახეთის სამეფოს
გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში უნდა გაჩენილიყო. გრემიფეოდალური ხანის კახეთის ერთ-ერთი
სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრიიყო. 1466 წელს გრემი კახეთის სამეფოს
დედაქალაქი გახდა. გრემის ტერიტორიაზე შემორჩენილია ისეთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული
ძეგლი როგორიცაა გრემის მთავარანგელოზის ეკლესია.
იგი აგებულია 1565 წელს კახთა მეფე ლევანის მიერ.
ძეგლი როგორიცაა გრემის მთავარანგელოზის ეკლესია.
იგი აგებულია 1565 წელს კახთა მეფე ლევანის მიერ.
სხვა ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია სოფელ შილდაში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრის ნანგრევები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ცნობილი იყო როგორც ბარცხანას „ყველაწმინდა“. არის ასევე ძველი გავაზის ღვთისშობლის ეკლესია (VI ს.). ენისელშია აღდგომის ტაძარი (1574-1605), მიდამოებში კი მდებარეობს ნასოფლარი შიხიანი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ისტორიული ქალაქი ნეკრესი
(დააარსა მეფე ფარნაჯომმა ძვ.წ. II-Iსს).
(დააარსა მეფე ფარნაჯომმა ძვ.წ. II-Iსს).
სხვა ხუროთმოძღვრული ძეგლებია:
- გუმბათოვანი ეკლესია „კვარაცხოველი“ სოფ. ჭიკაანში (XV-XVII სს.)
- ძვ. წ. III ათასწლეულის დროინდელი მზის ტაძრის ნანგრევები და ამავე პერიოდის ნაქალაქარი სახელწოდებით „ნელქარისი“ და სხვა.