კურორტი ყვარლის ტბა


კურორტი ყვარლის ტბა
კურორტი ყვარლის ტბა მდებარეობს საქართველოს უმშვენიერესი რეგიონის, კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების ქვეშ. გარშემო ტყე საუკუნოვანი ხეებით, წინ ტბა, რომელშიც ჩაედინება მდინარეები ბურსა და ჩაგურგულა, უკან ალაზნის თვალუწვდენელი ველი, ფართო ნომრები ტერასებითა და უმშვენიერესი პანორამებით უნიკალურს ხდის კურორტს ყვარლის ტბა. კურორტის ფართობი შეადგენს 300 ჰექტარს. 44 ჰექტარი უკავია ტბას, რომლის სიღრმე 20 მეტრია. კომპლექსში შედის სასტუმრო და რეკრეაციული ზონა outdoor სპორტის ელემენტებით.


კონცეფცია:ტბის პირას მდებარე მრავალფუნქციური, ქალაქგარეთ დასასვენებელი კომპლექსი
ინტერიერი:თანამედროვე, ქართული შტრიხებით. ყველა ნომერი პანორამული ხედით კავკასიონზე ან ალაზნის ველზე.
ნომრების აღწერა:19 ნომერი: 16 სტანდარტული (2+1), 3 სუიტი
ნომრის ღირებულებაში შედის: , სამჯერადი კვება, სეიფი, ავტოსადგომი, ოთახში მომსახურება, სატრენეჟორო დარბაზი,თურქული აბანო, ფინური საუნა, აუზი, წყლის ველოსიპედი, მთის ველოსიპედი, ნავით მომსახურება, თევზაობა.
გართობა:ტერასა - ბარი, სათევზაო ზონა, ნავები, წყლის ველოსიპედები, სამთო და სამოყვარულო  ველოსიპედები, საფეხმავლო ბილიკები, ნარდი, ჭადრაკი, ბანქო, დართსი, ბადმინტონი, ბავშვების გასართობი საშუალებები
საუკეთესო სეზონი:გაზაფხული,ზაფხული,შემოდგომა,ზამთარი


Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks