ყვარლის ანუ ჩალის ტბა
მთავარ სამდინარო არტერიას წარმოადგენს მდინარე ალაზანი მარცხენა შენაკადებით: ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, შოროხი, აფნისწყალი, არეში. ტერიტორიანი თითქმის 45 %-მდე მთიანია, ვაკეს უკავია 45 %. ვაკე ნაწილში დიდი ნაწილი უჭირავს თიხნარ ნიადაგს.
ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე სამი დიდი მოცულობის ხელოვნური წყალსაცავია. მათგან პირველი, "ყვარლის ზღვა" 1962-65 წლებში შეიქმნა რაიონის მოსახლეობისა და სპეციალისტების ენთუზიაზმის წყალობით ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების მთებით შემოსაზღვრულ ტაფობში. წყალსაცავის სიღრმე 10 მეტრია, სიგრძე 2 კმ, ხოლო სიგანე საშუალოდ 300 მეტრს აღწევს. წყალსაცავს 40 ჰა უკავია და თავის დროზე ის კეთილომოწყობილ კულტურული დასვენების კერას წარმოადგენდა მთელი კახეთისთვის რომლის რეაბილიტაცია კვლავ მახდა და ის 2011 წლიდან აქტიურად იღებს როგორც ქართველ ისე უცხოელ დამსვენებლებსაც.
ყვარლის ანუ ,,ჩალის ზღვა” –ყველაზე ,,ხანდაზმული” აქაურ ზღვებს შორის.
ყვარლის ზღვა კავკასიონის სამხრეთით კალთების გორების შემოსაზღვრულ ბუნებრივ
ტაფობში შეიქმნა, სადაც მანამდე გაუვალი ჭაობი იყო.
ყვარლის ზღვა კავკასიონის სამხრეთით კალთების გორების შემოსაზღვრულ ბუნებრივ
ტაფობში შეიქმნა, სადაც მანამდე გაუვალი ჭაობი იყო.
მისი სიგრძე 1200 მეტრია, სიგანე 300მეტრი, ფართობი – 36 ჰექტარი.
ზღვა მდინარეების – ბურსისა და ჩაგურგურას წყლით იკვებება. ზღვა გარშემო
ადგილებზე 200 მეტრით მაღლა მდებარეობს. ამიტომ აქ ყოველთვის
სასიამოვნო სიგრილე, სუფთა ჰაერი და ანკარა წყალია. აქ 1,5 მეგავატიანი
ელექტორსადგურია აგებული, საიდანაც უწყვეტად ელექტოენერგიას იღებს
ახლომახლო სოფლებისა და ქალაქ ყვარლის მოსახლეობის ნაწილი. ამ ჰესს,,ჩალაჰესი” ჰქვია.