ყვარლის ტბა
ყვარლის წყალსაცავი ან ყვარლის ტბა — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირში, მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეს,თბილისიდან დაახლოებით 150 კმ-ში, ზღვის დონიდან 430 მ სიმაღლეზე. შექმნილია პატარა ნამდინარევ ქვაბულში, რომელიც გაზრდილია 20 მ სიმაღლისა და 800 მ სიგრძის მიწაყრილის კაშხალით. მაქსიმალური დონის დროს ფართობი 0,3 კმ² აღწევს. წყლის მოცულობა 3,6 მლნ. მ³. საშუალო სიღრმე 12 მ, მაქსიმალური სიღრმე 20 მ, უდიდესი სიგრძე 0,9 კმ, უდიდესი სიგანე 0,3 კმ. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად.[1] ამჟამად კეთილმოწყობილია. დასასვენებელი ადგილია. სამხრეთ-დასავლეთ ნაპირთან გაშენებულია სასტუმრო და რესტორანი „ყვარლის ტბა“. არის სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი, აქვეა ორი ღია საცურაო აუზი, რომელთაგან ერთი საბავშვოა, თანამედროვე სავარჯიშო სპორტული დარბაზი ფიტნეს აღჭურვილობით, თურქული და ფინური საუნა, სპა ცენტრი მასაჟისტებითა და იტალიური ბრენდ Ten-ის პროდუქციით.