მდინარე დურუჯი


მნდინარე დურუჯი


დურუჯი — მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი, გაედინება ქ. ყვარელზე. იქმნება შავი და თეთრი დურუჯისშეერთებით კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. შავი დურუჯი იწყება მთა შავი კლდიდან, თეთრი დურუჯი — მთანინიკასციხის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 27 კმ, აუზის ფართობი 103 კმ².
ზემო დინებაში აუზი მარაოსებრია. ხეობის ძლიერ დახრილი ფერდობების ზვედა ნაწილი და ფსკერი მოგებულია თიხაფიქლების დაქუცმაცებული პროდუქტების სქელი ნაყარით, კალაპოტი ნაყარშია ჩაჭრილი. შუაწელში ხეობა ყუთის ფორმის ვიწრობს წარმოადგენს და ტყით არის შემოსილი. კალაპოტი კლდოვანი, ჩანჩქერიანი და ჭორომიანი აქვს. ქვემო დინაბაში აუზი შედარებით ფართოა. ქალაქ ყვარლის მიდამოებში ხეობის ფსკერი მთლიანად უკავია გამოზიდვის კონუსს, რაზედაც მდინარე იტოტება ყვარელს ქვემოთ და რამდენიმე ღელის სახით მიემართება ალაზნისკენ.
დურუჯი ძირითადად საზრდოობს თოვლის და წვიმის წყლით, წყალმცირეა საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 1,06 მ3/ წმ. ხასიათდება წყალმოვარდნის რეჟიმით. დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნება ტიპური სტრუქტურული ღვარცოფი, რომლის დროს ხარჯმა შეიძლება 200 მ3/წმ და მეტს მიაღწიოს. მთებიდან გამოაქვს კოლოსალური რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა და დიდ საფრთხეს უქმნის ქალაქ ყვარელს. ჩატარებულია ღონისძიებანიღვარცოფის გასაუვნებლად.

დურუჯი 

დახასიათება 

სიგრძე
27 კმ

აუზის ფართობი
103 კმ²

წყლის ნაკადი 

სათავე
კახეთის კავკასიონი

ჩაედინება
ალაზანი


ქვეყნები
საქართველო

ქალაქები
ყვარელი


ყვარლის კატასტროფების ისტორია 
დურუჯის ისტორია ადგილობრივების მეხსიერებაში დიდ ტრაგედიებს უკავშირდება, რის გამოც ყოველ გაწვიმებას ყვარელში მოსახლეობა შიშით ხვდება. დურუჯმა ყვარელი პირველად 1832 წელს დაანგრია. შემდგომი ძლიერი წყალმოვარდნები იყო 1889, 1904, 1949, 1990, 2002 წლებში. წყალმოვარდნების მასშტაბზე ერთ-ერთი ასეთი კატასტროფის დროსა ჩამოტანილი ქვაც მეტყველებს, რომლის წონაც 140 ტონაა.  1904 წელს ღვარცოფმა და მდინარის მიერ ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა მთელი ქალაქი წალეკა და სახლებიდან აკვნიანი ბავშვები გაიტაცა. აი, რას ჰყვება ამ უბედური შემთხვევის მომსწრე, იური მიხეილის ძე ჭავჭავაძის მეუღლე, ელენე ჭავჭავაძე: "ერთ დილით საშინლად ჩამობნელდა, შავი ღრუბლები მთლად დაბლა ჩამოწვა, შვიდი საათი იქნებოდა, ერთბაშად დაიწყო საშინელი წვიმა, გეგონებოდათ კოკებიდან ასხამენო, ატყდა ჭექა-ქუხილი, გაისმა ხალხის საშინელი ყვირილი, წყლის მაგივრად რაღაც ტალახი მოგორავდა, თან მოაგორებდა დიდრონ ქვებს და ხალხი გამორბოდა მთლად ტალახში ამოსვრილი, საშინელი ქარი ანგრევდა იქაურობას, ნახევარი სოფელი მთლიანად მოისპო, ჩვენი მხარე გადარჩა".  1906 წელს დურუჯზე ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დამცავი დამბები აშენდა, რაც ქალაქს 1949 წლამდე იცავდა. 1949 წელს მოვარდნილმა დურუჯმა მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა. ღვარცოფი თავს დაატყდა ყაზარმას, რომელშიც ბერლინის აღებაში მონაწილე სამხედრო საავიაციო ნაწილი იყო განლაგებული. სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში სტიქიამ 56 ადამიანის, მათ შორის 54 პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა.  საბჭოთა ხელისუფლებამ დურუჯზე 5,5 კილომეტრი სიგრძის, 7 მეტრი სიმაღლის და 2 მეტრი სიგანის ტრაპეციის ფორმის კედელი და მისი საძირკვლის დამცავი ნაგებობები ააშენა. დაიწყო სისტემატური გამწმენდი სამუშაოები, რაც ყოველწლიურად ნახევარი მილიონი მანეთი ჯდებოდა.  გამწმენდი სამუშაოები 90-იან წლებში შეწყდა. იმ დროისათვის დამცავი კედელი უკვე ამორტიზებული იყო. ამჟამად კედელი მიწაშია ჩაფლული და ალაგ-ალაგ მთლიანად დანგრეულია.  ერთადერთი, რაც ამის შემდეგ გაკეთდა, ყვარლის ეკოლოგიური უბედურების ზონად გამოცხადება იყო, თუმცა ამას ადგილობრივი მოსახლეობისთვის არანაირი შვება არ მოუტანია.


Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks